logo
ENG



აღმაშენებლის გამზირზე საიუველირო მაღაზიაში კოვიდტესტირებას უკანონოდ აკეთებდნენ

18 ნოე 202115:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/18/1vmi9ejlzzfasy5.png

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, კოვიდტესტირებას საიუველირო მაღაზიაში უკანონოდ აკეთებდნენ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტზე რეგულირების სააგენტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

სააგენტოს ცნობით, მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.

"ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს", - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.


close დახურვა